воскресенье, 29 ноября 2009 г.

суббота, 28 ноября 2009 г.

,,ცისფერი პლანეტა“.


1.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მსოფლიოს გარემოს დაცვის ორგანიზაციებზე. გაერკვევიან თუ რატომ გახდა ჩვენს დროში გარემოს დაცვა ესეოდენ მნიშვნელოვანი? რა კეთდება საქართველოში ამ კუთხით და საკმარისია თუ არა განათლებისა და ინფორმაციის დონე? რა უნდა გააკეთოს მთელმა საზოგადოებამ გარემოს დასაცავად?

3. პროქტის სრული აღწერა: ამოცანა შემდეგია: მოძებნონ კავშირები გარემოს, ხელოვნებას, მუსიკასა და ისტორიას შორის. ,,ადამიანის დაკარგვა ბუნებასთან მისი სულიერი კატასტროფის ტოლფასია“. მიიღონ ინფორმაცია ინტერნეტისა და სხვა ლიტერატურული წყაროებიდან გარემოს დაცვით ორგანიზაციებზე. (რომის კლუბი, გაერო, იუნესკო, იუნეპი, მწვანეთა მოძრაობა). გააკეთონ ნახატები მსოფლიოს გარემოს დაცვის ემბლემებზე.

პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები მოახდენენ საზოგადოების გამოკითხვებს, ჩამოართმევენ ინტერვიუებს, გაერკვევიან თუ რამდენად იცნობს მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს და საკმარისია თუ არა ინფორმაცია საზოგადოებაში გარემოს დაცვის საკითხებში. მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციებს, ამზადებენ პლაკატებს, რომლითაც მოუწოდებენ მოსახლეობას ,,გაუფრთხილდეთ ბუნებას“, ეს პლაკატები გამოიფინება სკოლაში. მოაწყობენ აქციას დევიზით: ,,დავიცვათ ბუნება“.

პროექტის დასრულებისას მოსწავლეები ირჩევენ მონაცემების წარმოდგენის ფორმებსა და საშუალებებს (პრეზენტაცია, სლაიდების ჩვენებით, ცხრილებით, ცნების რუკებით, ნახატებით, ფოტოებით) და წარადგენენ ფართო აუდიტორიის წინაშე. პრეზენტაციაზე მოიწვევენ გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებს.

4. მონაწილეთა ასაკი: 9 კლასის მოსწავლეები.

5. ვადები: პროექტის დასამუშავებლად საჭიროა 3 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პერიოდულად მოგროვებული ინფორმაციისა და ჩატარებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციებისა და დისკუსიების მოწყობა, ინფორმაციის კომპიუტერში განთავსება და სლაიდების მომზადება.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ეჩვევიან კვლევასა და დამოუკიდებელ აზროვნებას, ცოდნის გაანალიზებას, გადაჭრიან სადაო საკითხებს, ღებულობენ ინფორმაციებს ინტერნეტიდან ბუნების შესახებ, უყალიბდებათ აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, შეგნებული მიდგომა საყოფაცხოვრებო კულტურის დონის ამაღლებაში, საკუთარი მოსაზრებების ახსნისა და დასაბუთების უნარი, ჩამოუყალიბდებათ გარემოზე ზრუნვის უნარი და გაეზრდებათ საგნისადმი ინტერესი.

8. სასარგებლო სხვებისთვის: მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს გარემოს დაცვაზე, თითეულ ჩვენთაგანს შეუძლია შემოიტანოს წინადადებები და მოსაზრებები რათა ამაღლდეს განათლებისა და ინფორმაციის დონე გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება თუ რაში ხედავს გამოსავალს.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ გვყავს.

11. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ხელოვნება, ინფორმატიკა, ისტორია.

12. პროექტის ფასილიტატორი: მერი ხალვაში, ნინო ცეცხლაძე.

13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: xalmeri@gmail.com

14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი www.Batumi-caobi.blogspot.com